LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ქართულ–ბელარუსული მანქანებისა და ტრაქტორების მწარმოებელი ერთობლივი საწარმო შეიქმნება

459

საქართველოში ქართულ–ბელარუსული მანქანებისა და ტრაქტორების მწარმოებელი ერთობლივი საწარმოს ფუნქციონირებას ჩაეყარა საფუძველი. ამის შესახებ თბილისში ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენის გახსნაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაგეგმილია მსგავსი საწარმოების შექმნა სხვა მიმართულებითაც.

„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ მიხაილ რუსისთან, თუ როგორ უნდა გავაფართოოთ ეს წარმოება სხვა სახეობების მიმართულებით და ასევე სერვისის მიმართულებით. მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან წარმატებული ტექნოპარკი, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა– სტარტაპის დამწყები ბიზნესის დაფინანსების მოდელი დიდწილად ნაკარნახევია იმ ძალიან წარმატებული გამოცდილებით, რომელიც ბელარუსის ტექნოპარკს გააჩნია. აღნიშნული ტექნოპარკი მოვინახულეთ ჩვენი ვიზიტის დროს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენისთვის. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლები იაქტიურებენ და დაამყარებენ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან ბიზნეს კონტაქტს. მინდა, ასევე მივესალმო საქართველოს საელჩოს მხრიდან მინსკში ჩატარებულ თბილისობის ღონისძიებას, რომელსაც ათიათასობით ადამიანი დაესწრო ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g