LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ქათმის ხორცის წარმოება იზრდება

225
20180622161336

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახალი მეფრინველეობის კომპლექსისსართიჭალა-3“-ის გახსნას დაესწრო. ნათია თურნავამ საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

მეფრინველეობის კომპლექსისართიჭალა-3“ კომპანიაჩირინასახალი საწარმოა, რომელიც პროგრამების – „აწარმოე საქართველოშიდაშეღავათიანი აგროკრედიტისბენეფიციარია. კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და 2020 წელს დასრულდა. აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში შპს „ჩირინა“ მოახდენს ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 ფერმერული სახლისგან შედგება, განხორციელებული ინვესტიციის მოცულობაა 35 მლნ ლარია. კომპლექსში 50 ადამიანი დასაქმდება.

“ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად იყოს საკუთარი ბაზარი მომარაგებული ჩვენივე წარმოებით, ამის ყველანაირი პოტენციალი გააჩნია ამ კომპანიასაც და ზოგადად, საქართველოში მეფრინველეობის დარგს. ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუდგებით გვერდში ასეთი ტიპის წარმოებებს, რათა ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქციით მოვამარაგოთ ჩვენი მომხმარებელი,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g