LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი მერვედ ჩატარდება

228
ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი

ასოციაციის „ქართული ღვინო“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 27-28 ნოემბერს, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი მერვედ ჩატარდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.

კონკურსის მონაწილე შეიძლება იყოს ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.

გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ კონკურსის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა ირაკლი ღადუაშვილმა, ასოციაციის „ქართული ღვინო“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა:

საკონკურსო ნიმუშების გაგზავნის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი (16:00 საათამდე).

კონკურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია აქ.

საკონკურსო ნიმუშებს ადგილობრივ ჟიურისთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც შეაფასებენ, მათ შორის იქნებიან ენდრიუ ჯეფორდი, ჯულია ჰარდინგი და რობერტ ჯოზეფი.

magti 5g