LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგცენტრი აშენდება

1

2019 წელს საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მაღალკვალიფიციური კადრების – მძღოლებისა და მენეჯერების მომზადების და პერიოდული გადამზადების მიზნით, რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგცენტრის მშენებლობა დაიწყება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მინისტრის პრეზენტაციის თანახმად, რეგიონალურ ტრეინინგცენტრს ექნება 4 კილომეტრიანი სიმულაციური ტრასა და საშუალება, წელიწადში გადაამზადოს 1000-მდე მძღოლი ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ცენტრში გადამზადებას გაივლიან როგორც ავტობუსის მძღოლები და ტრაილერის მძღოლები, ასევე პატრული, სასწრაფო, მუნიციპალური ტრანსპორტო და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ქართველ მძღოლებს, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს ევროკავშირის ტერიტორიაზე, აუცილებელია გააჩნდეთ ევროპული სტანდარტის აკრედიტაცია. ასევე გაიზარდება უსაფრთხოების ხარისხი შიდა გადაზიდვა-გადაყვანის შემთხვევების დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g