LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ შენც ჩემსავით საყვარელი ადამიანის დაკარგვამ ცხოვრების აზრი დაგაკარგვინა და არ იცი როგორ გააგრძელო გზა, მე ვიცი როგორ დაგეხმარო“ – „ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ“ – ამ თემაზე მაია ასათიანი ტრენინგებს ჩაატარებს

370
Capture

„ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ“ – ამ თემაზე ჟურნალისტი მაია ასათიანი ტრენინგების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

„დიახ, მე შვილმკვდარმა ქალმა მოვძებნე საკუთარ თავში ძალა და ცხოვრება თავიდან შევიყვარე. ეს ყველაზე რთული გზაა, მაგრამ ამ გზის გავლა შესაძლებელია. თუ შენც ჩემსავით საყვარელი ადამიანის დაკარგვამ ცხოვრების აზრი დაგაკარგვინა, თუ შენი ცხოვრება მხოლოდ ერთი, ყველაზე ძვირფასი ადამიანის საფლავია, თუ არ იცი როგორ უნდა გააგრძელო გზა, მე ვიცი როგორ დაგეხმარო.

მე ვიწყებ ახალ, სრულიად უნიკალურ ტრენინგს ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ. მე ეს შევძელი, შენც შეძლებ. მოდი ჩემთან და გასწავლი, როგორ დაიწყო ცხოვრება თავიდან“,- ამბობს მაია ასათიანი.

ვიდეო: „ითვლება, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ.. ისეთი რაღაც გადავიტანე, რისი გადატანაც პრაქტიკულად შეუძლებელია“ – მაია ასათიანი პასუხობს კითხვას, როგორ უმკლავდება რთულ პერიოდებს?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები