LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ითვლება, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ.. ისეთი რაღაც გადავიტანე, რისი გადატანაც პრაქტიკულად შეუძლებელია“ – მაია ასათიანი პასუხობს კითხვას, როგორ უმკლავდება რთულ პერიოდებს?

235
Untitled design (3)

ჟურნალისტი მაია ასათიანი Instagram გამომწერების კითხვებს პასუხობს. მისი ერთ-ერთი გამომწერი დაინტერესდა „როგორ უმკლავდება რთულ პერიოდებს?“.

როგორც მაია ასათიანი ვიდეოში ამბობს, ასეთ რთულ პერიოდებში აკეთებს ისეთ რამეს, რაც ყველაზე მეტად უყვარს, მაგალითად, ვარჯიშობს, სეირნობს, ან ურთიერთობს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც დადებითი ენერგიით მუხტავენ.

მაია ასათიანი: „ყველაზე მძიმე დღე ისაა, სიზმარში რომ მოდიხარ ჩემთან… გაღვიძება რომ აღარ მინდა… მერე თენდება და ისევ ქვა და რკინად უნდა ვიქცე…“

„დედას ნუცა 25 წლის გახდა“ – მაია ასათიანი გარდაცვლილი ქალიშვილის იუბილეს ემოციური პოსტით ეხმაურება

„ითვლება, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ.. ასეთი სტერეოტიპია ჩემს ირგვლივ ჩამოყალიბებული. ალბათ სუსტიც არ ვარ, რადგან ისეთი რაღაც გადავიტანე, რისი გადატანაც პრაქტიკულად შეუძლებელია.. მაქვს ხოლმე მეც რთული პერიოდები და ცოტა ხნით ვაძლევ ხოლმე ჩემს თავს სისუსტის უფლებას, მერე ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც ძალიან მიყვარს, ბუნებაში ყოფნა, ვარჯიში, იმ ადამიანებთან ერთად ყოფნა ვინც დადებითად მმუხტავს. ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდში საერთოდ აღვკვეთე ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, ვინც ტოქსიკურია. შეიძლება დადებითად იყოს განწყობილი, მაგრამ მისგან რაღაც ნეგატიურ ენერგეტიკას ვიღებ…

აქ და ახლა ვურთიერთობ მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვინც მხოლოდ დადებითი ენერგიით მმუხტავს. ასეთი ძალიან ცოტაა. ჩემს ასაკში სამეგობრო წრეც იცხრილება და მრჩება ის, ვისთანაც ბაჯაღლოსავით ურთიერთობა და ენერგია მაკავშირებს. ჩემს შემთხვევაში ეს მუშაობს“, – ამბობს მაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები