ჟურნალისტი, მაია ასათიანი საკუთარ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალიშვილის, ნუცა მახვილაძის ფოტოს აქვეყნებს წარწერით:
„ყველაზე მძიმე დღე ისაა, სიზმარში რომ მოდიხარ ჩემთან…გაღვიძება რომ აღარ მინდა…მერე თენდება და ისევ ქვა და რკინად უნდა ვიქცე…“, – წერს მაია ასათიანი.
ნუცა მახვილაძე რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთის კლინიკაში გარდაიცვალა.
ის მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.