LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში როგორც ჩანს, ფილერების ბუმია, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველას არ შეუძლია ფილერით გაისწოროს ნაოჭები, აქვს უკუჩვენებაც – ნანა გეგეჭკორის გაფრთხილება

6900
Untitled design - 2021-12-13T194821.320

ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ქართულ საზოგადოებას აფრთხილებს.

FDA- ის რჩევის გათვალისწინებით ნანა გეგეჭკორი წერს, რომ ეს არაა პროცედურა, რომელსაც მარტივად უნდა მიუდგეთ.

„საქართველოში როგორც ჩანს ფილერების ბუმია. FDA გაფრთხილებთ რომ ეს არაა პროცედურა, რომელსაც ძალიან მარტივად უნდა მიუდგეთ. კოსლეტიკური პროცედურები აუცილებლად უნდა აკეთონ დერმატოლოგიაში და პლასტიკურ ქირურგიაში გაწვრთნილმა სპეციალისტებმა, ასეთია ამერიკის წამლის სააგენტოს რჩევა. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველას არ შეუძლია, ფილერით გაისწოროს ნაოჭები. აქვს უკუჩვენებაც…

სილამაზე ჯანმრთელობის ფასად რომ არ ღირს, ის მარტივი ჭეშმარიტებაა.“- წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში და სტატუსს თან ურთავს FDA-ის (აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფილერთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g