LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რუსული ხორბლის წილი იზრდება

90

საქართველოში იმპორტირებული ფქვილის 91 %-მდე რუსეთზე მოდის. „საქსტატის” ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 24 ტონამდე ფქვილის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 22 ტონაზე მეტი რუსეთიდან შემოვიდა. საქართველოში ფქვილი ევროკავშირიდანაც შემოდის, ძირითადად საფრანგეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან. 2013 წლის ჩათვლით ფქვილის ბაზარზე ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა უკრაინა იყო, თუმცა 2014 წელს ლიდერი უკვე რუსეთი გახდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის 9 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ არის გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g