LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17% იღებს – მათი რაოდენობა 633 586-მდე გაიზარდა

57
a0fcff46e61644d53db321ab2afa1ec3-XL

ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ გაიზარდა… 2021 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, მათმა რაოდენობამ 633 586-ს მიაღწია. ამ მონაცემის თანამხმად, ქვეყანაში საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17% იღებს.

აღნიშნულ მონაცემებს სოციალური მომსახურების სააგენტო აქვეყნებს. მათივე ცნობით, 2021 წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა ოდენობა 5 430 ადამიანით არის გაზრდილი. შემწეობის მიმღებთა რიცხვი ყველაზე მაღალია თბილისში – 129 311 ადამიანი.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისთვის გადარიცხულმა თანხამ 43 377 707 ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები