LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკა სწრაფი ტემპებით უბრუნდება 2019 წლის ნიშნულს

45
flights

საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკა სწრაფი ტემპებით უბრუნდება ყველაზე აქტიური და მზარდი 2019 წლის ნიშნულს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე უკვე ოპერირებს 38 ავიაკომპანია – 27 ქვეყნის 72 მიმართულებით;

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 74% (375-395 სიხშირე კვირაში), ხოლო საჰაერო მიმართულებების 72%;

ყველაზე მზარდი მაჩვენებლებით გამოირჩევა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც უკვე 21%-ით მეტ რეისს ემსახურება (110-115 სიხშირე კვირაში), ვიდრე 2019 წლის ივლისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g