საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, მეცხრე მოწვევის პარლამენტის ასარჩევად უბნები 7 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 8 საათიდან დაიწყო.
კენჭისყრის შენობები 20 საათზე დაიკეტება.
საკუთარი არჩევანი ავღანეთში უკვე დააფიქსირეს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებმა, მათ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა 5 ოქტომბერს მიიღეს.