LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სარაგბო ჩიფსის წარმოება იწყება

607

კომპანია ”ფრეკო” ფრის შემდეგ უკვე ჩიფსის გამოშვებას იწყებს. ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ჩიფსის ნიმუშების წარმოება მიმდინარეობს, პროდუქცია სარელიზაციო ქსელში სექტემბრის ბოლოდან გამოჩნდება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი ქურდაძემ განუცხადა, იგეგმებოდა საბავშვო ჩიფსების წარმოება, თუმცა, საბოლოოდ ”ფრეკომ” არჩევანი სარაგბო ჩიფსიზე შეაჩერა.

”გადავწყვიტეთ, გამოვუშვათ ე.წ სარაგბო ჩიფსი და ის ქართულ რაგბს მივუძღვანთ. მაგალითისთვის, როგორც ცნობილი Lay’s-ის ჩიფსები ეძღვნება ფეხბურთს და ბრენდის სახე არის ლიონელ მესი, ასევე გვინდა, იყოს ჩვენი ჩიფსიც. ვგეგმავთ, თანამშრომლობას საქართველოს რაგბის ფედერაციასთან. გვინდა, რომ გაყიდული თითო ჩიფსიდან 5 თეთრი სწორედ ამ ფედერაციაში გადაირიცხოს”, – აღნიშნა ქურდაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად ჩიფსის სახელზე მუშაობა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მას ”ლელო’ს” (ინგლისურად კი- Georgian Lelo’s) ერქმევა. პროდუქცია საკმაოდ დიდ, 150 გრამიან შეფუთვაში გამოვა.

ამასთან, სექტემბრიდანვე კომპანია ”ფრეკო” ფრის მიმართულებით ახალი პროდუქციის, კერძოდ მექსიკური კარტოფილის დამატებასაც გეგმავს. ”რაც მთავარია, ჩვენი პროდუქცია ჩვენივე, ანუ ქართული ნედლეულით იწარმოება”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, საქართველოში იმპორტირებული ”ფრის” ადგილობრივით ჩანაცვლება ”ფრეკომ” ცოტა ხნის წინ დაიწყო. კომპანიის მიერ წარმოებული გაყინული კარტოფილი სარეალიზაციო ქსელში მიმდინარე წლის თებერვლიდან გამოჩნდა.

”ფრეკოს” ფრის მწარმოებელი ქარხანა ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში მდებარეობს და ის ოფიციალურად 2017 წლის იანვარში ბოლოს გაიხსნა. კომპანიამ 1400 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა სახელმწიფოსგან სიმბოლურ თანხად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიიღო. ქარხანაში ჯამში 400 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g