„ლუკოილის“ ქსელში საწვავის ფასები შემცირდა. 5 თეთრით გაიაფების შედეგად, დღეს ევრო რეგულარი-1,73 ლარი ღირს, პრემიუმ ავანგარდი -1,89 ლარი, სუპერი -1,99 ლარი, ხოლო ევრო დიზელი -1,89 ლარი.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა მაკა ორაგველიძემ ,,ფორტუნას’’ განუცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში „ლუკოილის“ ქსელში, ისევე როგორც, ზოგადად ქართულ ბაზარზე საწვავის ფასების კლება შეინიშნება, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირებამ განაპირობა.
ამასთან, კომპანია „ლუკოილი“ მომხმარებელს ფასდაკლების აქციას სთავაზობს. ტალონით ან პლასტიკური ბარათით საწვავის შეძენისას, მომხმარებელი 10-თეთრიანი შეღავათით ისარგებლებს. ფასდაკლება ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე. აქცია ეხება 3 ტიპის საწვავს – პრემიუმ ავანგარდს, სუპერსა და ევრო დიზელს. მინიმალური შენაძენი ერთ ჯერზე არის 100 ლიტრი.
დღესდღეობით „ლუკოილის“ ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 ავტოგასამართ სადგურს მოიცავს.