LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საწვავის ფასი უკვე 4 ლარს ასცდა – მსოფლიოში ნავთობის ფასი ყოველდღე იზრდება

164
90

მსოფლიოში ნავთობის ფასი ყოველდღიურად იზრდება, რაც ქართულ ბაზარზე უკვე აისახა. ბოლო დღეებია, ავტომფლობელები ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მკვეთრს გაძვირებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მისი ფასი უკვე 4 ლარსაც კი აღემატება.

თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებზე, 4 ლარზე მეტი სხვადასხვა ტიპის საწვავი ღირს. მაგალითისთვის, დღევანდელი მონაცემებით, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეს 4 ლარი ღირს სუპერის ტიპის საწვავი; „ვისოლში“ – 4.09 ლარია „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი;  „გალფის“ სადგურებზე 4.03 და 4.09 ლარია – ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელის ფასი; რაც შეეხება „ლუკოილს“ – აქ 4.06 ლარი ღირს „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი, ხოლო „რომპეტროლში“ – ჯერჯერობით, ყველაზე ძვირი „efix ევროდიზელის“ ფასია და 3.98 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, 2022 წლის 21 მარტის  ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 115.62  (+  7.69) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  112.12  (+  7.42) დოლარი/ბარელზე.

2022 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 182,5 ათასი ტონა, რაც 23,6 ათასი ტონით ანუ 14,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (158,9 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, 2022 წლის პირველი 2 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 92,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 90 ათასი ტონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g