LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საწვავის იმპორტი შემცირდა

408
საწვავი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  69.6 ათასი ტონა, რაც გასულ თვესთან შედარებით ნაკლებია 14,9 ათასი ტონით (84,5 ათასი ტონა).

მათ შორის, 2019 წლის მარტის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  37.4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 32.2  ათასი ტონა.

სულ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  232.6 ათასი ტონა, რაც 9.9 ათასი (4,3%) -ით  ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2019 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  134,9  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 97,6  ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის I კვარტლის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 90,3 ათასი ტონა, ანუ 66,9%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 42,9 ათასი ტონა, ანუ 31,7%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი – 1,8 ათასი ტონა, ანუ 1,3%.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის იანვარმარტის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 69,9  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის  30%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი – 68,8 ათასი ტონა (29,6%), აზერბაიჯანი – 39,2 ათასი ტონა (16,8%), ბულგარეთი  – 27,9 ათასი ტონა (11,9%);   თურქმენეთი – 16,4 ათასი ტონა (7,0%); საბერძნეთი –  10,3 ათასი ტონა (4,4%), შვეიცარია – 0,09 ათასი ტონა (0,03%).

მიმდინარე წლის I კვარტალში საწვავის იმპორტის შემცირება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოხდა  დიზელის საწვავის იმპორტის შემცირების ხარჯზე, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ძირითადად საქართველოდან თურქეთში დიზელის საწვავის გადინების (სავსებით ლეგალურად) შემცირებასთან.  თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ საწვავის მოხმარებაზე მიმდინარე წელს იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: საქართველოში ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა.

ცნობისათვის, 2017 წელს იმპორტირებულ იქნა ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალების – 16 471 ერთეული, ხოლო 2018 წელს – 25 554 ერთეული, მიმდინარე წელს ეს ციფრი სავარაუდოდ კიდევ უფრო მაღალი იქნება, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების ზრდამ უკვე მნიშვნელოვნად იმოქმედა  ბუნებრივი აირის (CNG) მოხმარების შემცირებაზე.

ასევე საწვავის იმპორტზე და მოხმარებაზე გავლენას ახდენს პერიოდული ტექნიკური ინპექტირების შედეგები, რამაც გამოიწვია ბევრი ავტო სატრანსპორტო საშუალების დროებით ან მუდმივად გაჩერება“, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები