LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკას გააქირავებენ

63

კომპანია ”ჰიპპო” ქართველ მომხმარებელს ახალ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ”ჰიპპო” მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, გაიუმჯობესოს ცხოვრება საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის დაქირავებით.

”მცირედი ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ, მსურველს შეეძლება აირჩიოს სასურველი ნივთი, ისარგებლოს და  დააბრუნოს ის სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე. კომპანია სრულ ფინანსურ თავისუფლებასა და კომფორტს უქმნის მომხმარებელს. უხსნის ყოველგვარ ფინანსურ ვალდებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ დაქირავებული ნივთის დაბრუნება, ან გადაცვლა შეეძლება მომხმარებელს თავისი სურვილის შესაბამისად, ყოველგვარი დამატებითი პირობის გარეშე”, – განუცხადეს ”ფორტუნას” ”ჰიპპოში”.

კომპანიის ინფორმაციით, პირველად საქართველოში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მუდმივად ფლობდეს ახალ და მისთვის სასურველ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ავეჯს და  ნივთებს. იღებდეს მას მინიმალურ ფასად და ცვლიდეს უკეთესში ნებისმიერ დროს.  აღნიშნული ინოვაცია განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც ახალ ბიზნეს იწყებს, სჭირდება საოფისე სრული აღჭურვილობა, დაგეგმარება და  ეს ყველაფერი სესხის ან განვადების გარეშე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომსახურებით სარგებლობა შეუზღუდავია ყველა სრულწლოვანი მოქალაქისთვის. 16 დეკემბრიდან კი გაიხსნება ოფიციალური ვებგვერდი, სადაც პროდუქციის სრული ასორტიმენტი განთავსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g