LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შემოსვლა უსაფრთხოა და ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ეს სტატუსი ბოლომდე შევინარჩუნოთ – ალავერდაშვილი

118
20200804181331

ძალიან კარგია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველოში შემოსვლა უსაფრთხოა და ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ეს სტატუსი ბოლომდე შევინარჩუნოთ,“ – ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, რა დროსაც განხილული იქნა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ქვეყნის ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები, დარგის განვითარების სამთავრობო ხედვა, სამომავლო გეგმები და პროფილურ ბიზნესთან უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

შალვა ალავერდაშვილის თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იყო კარგი და პოზიტიური. „ჩვენ გავიგეთ ბევრი სიახლე, რას ვაკეთებთ ხვალ და როგორ ვიგეგმებით,“ – აღნიშნა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომუნიკაცია სამინისტროს ადმინისტრაციასა და ტურიზმის სექტორში წარმოდგენილ კერძო სექტორს შორის გაგრძელდება.

„ტურიზმის სექტორს გავუზიარეთ სახელმწიფოს მიდგომა ბევრი მიმართულებით, მათ შორის გავაცანით დაგეგმილი ღონისძიებები და შევაჯერეთ პოზიციები. ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ პრობლემებზე, გამოწვევებზე, უსაფრთხოების საკითხებზე – ტურიზმის სექტორს მივაწოდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დღეს საზღვრები მაღალ დონეზე კონტროლდება შესაბამისი უწყებების მხრიდან, კონტროლდება ყველა შემომსვლელი პირი და ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება ტურიზმის სექტორს ჰქონდეს შემომსვლელ ვიზიტორებთან დაკავშირებით“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები