2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 1.14 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანახარჯებით პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც წელს ტურისტებთან ერთად გრძელვადიანი მიგრანტები შემოვიდნენ. ჯამურად, რუსებმა წელს საქართველოში $219 მილიონი დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა ბელარუსი ვიზიტორები (მიგრანტები), რომლებმაც წელს ჩვენს ქვეყანაში 122.6 მილიონი დახარჯეს. მესამე პოზიციაზე ევროკავშირის ქვეყნებია, ჯამური $121 მილიონით. აღსანიშნავია, რომ თითო ვიზიტზე 1 რუსი საშუალოდ $885-ს ხარჯავს, 1 ბელარუსი კი $2,922-ს, ევროკავშირიდან ერთის საშუალო დანახარჯი $1,240-ია. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში თითო ვიზიტზე ყველაზე მცირე დანახარჯი თურქ და სომეხ ვიზიტორებს აქვთ. თურქეთიდან ერთის საშუალო დანახარჯი $415-ია, სომხეთიდან კი $218.
ცნობისთვის, 2022 წლის ექვს თვეში საქართველომ 1.43 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო.