LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში თხევადი შპალერის საწარმო გაიხსნა

199
295033022_412062760954327_3230701210952483026_n

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მარაბდაში კომპანიის „ჯორჯიან იდეა ფიქს გრუპი“ თხევადი შპალერის საწარმო გაიხსნა, რომელიც სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს მოწყობისათვის ინვესტიციის მოცულობამ 220,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 170,000 ლარზე მეტია. პროდუქცია გამიზნულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრისათვის.

„სოფლის განვითარების სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების განვითარების ხელშეწყობა. კომპანია ,,ჯორჯიან იდეა ფიქს გრუპი’’ ჩვენი სააგენტოს ბენეფიციარია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საწარმოში იწარმოება თხევადი შპალერი, რომელიც მეორადი გადამუშავების პროდუქტია. მსგავსი მიდგომების დამკვიდრება ჩვენი სააგენტოსათვის პრიორიტეტულია“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g