LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში, ე.წ საზღვრისპირა სოფელში შავი პომიდვრის წარმოებას იწყებენ

352
4-16

საქართველოში კერძოდ – გორში, ე.წ საზღვრისპირა სოფელ ნიქოზში “გლობალ ეკო პროექტ ჯორჯია – ბიომეურნეობების ჰაბი” შავი პომიდვრის წარმოებას იწყებს. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც იდეის ავტორებს ესაუბრა.

შავი პომიდვრის წარმოების იდეა ორ მეგობარს ეკუთვნის, რომლებმაც საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს, დაფინანსება მოიპოვეს და ინოვაციური სათბური შექმნეს. თავიდან, პროექტის ავტორებს, გიორგი ბადაშვილსა და გურამ დევიძეს სათბურში მხოლოდ შავი, ე.წ ჩერი პომიდვრის წარმოება სურდათ, თუმცა ახლა მიკრომწვანილის წარმოებასაც გეგმავენ. კომპანია პროდუქციის რეალიზების თვალსაზრისით, ჰორეკა სექტორზეა ორიენტირებული.

“გლობალ ეკო პროექტ ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ მათი სათბური ინოვაციურია და მას საქართველოში სხვა ანალოგი არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები