LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში თოვლიანი უფსკრული მდებარეობს, სადაც 5 ათას წლიანი ყინული ინახება

256
ipiccy-image

თოვლიანი უფსკრული აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ბზიფის ქედზე, ძინის უღელტეხილის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1975 მეტრზე.

იგი 4 შემაერთებელი მღვიმისაგან შედგება: თოვლიანი – მეჟენი – ილუზია – ბანკა. უფსკრული ჭებისა და შახტების ვრცელ სისტემას წარმოადგენს და მისი სიღრმე 1760 მეტრია.

როგორც ცნობილია, თოვლიან უფსკრულშია მსოფლიოში ყველაზე ღრმად შემორჩენილი ყინული, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს. მისი ასაკი დაახლოებით 5 ათასი წელია.

თოვლიანი უფსკრული 1971 წლის 9 აგვისტოს აღმოაჩინეს. 1971-1972 წლებში იგი გამოკვლეული იყო 720 მ სიღრმემდე, ექსპედიციები პერიოდულად ტარდებოდა, საბოლოოდ კი, 2011 წელს, განხორციელდა ჩაშვება მოროზოვის ტბაში, რის შედეგადაც მღვიმის სიღრმემ 1760 მეტრი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები