LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ დონეს 2023-2024 წლებში დაუბრუნდება

79
download

კვლევითი ორგანიზაცია Policy and Management Consulting Group – PMCG-ის ინფორმაციით, ქართველ ექსპერტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ როდის მიაღწევს საქართველოში ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ დონეს. ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%), ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, ხოლო 26.7%-ის აზრით, 2024 წელს.

ასევე, რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% -მა ივარაუდა, რომ 2021 წელს მიღებული შემოსავალი 2019 წლის მაჩვნებლის 21-40%-ს გაუტოლდება. აღსანიშნავია, რომ არც ერთი რესპონდენტი არ მიიჩნევს, რომ 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 60% -ზე მეტით აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები