LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ტურიზმი წელს იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე მოლოდინი იყო – თურნავა

65
174214994-3944218829001080-2933797458839370069-n

ჩვენ ძალიან სწრაფად გვეზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელიც ან ზრდის ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს, ან ახალი ავიაკომპანიები გვემატება, ეს ეხება როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ტურიზმი წელს იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე მოლოდინები იყო.

„დღეის მონაცემებით, ზაფხულის პერიოდისთვის 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი და მოლოდინი გვაქვს. 2019 წელს, იმ წელს როდესაც ტურისტების რეკორდული რაოდენობა იყო ზაფხულის პიკის სეზონზე, დაახლოებით კვირაში 800 ფრენა იყო, ანუ ჩავთვალოთ, რომ ნახევარი, 50 პროცენტი ფრენები, რომლებიც ემსახურება როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ტურისტების ჩამოყვანას, აღდგება. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ტურიზმი წელს აღდგება იმაზე გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე მოლოდინები იყო, ეს რა თქმა უნდა აისახება ეკონომიკაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები