ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media“ ორგანიზებით, საქართველოში ღვინის ტური ჩატარდა.
10 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ღვინის პროფესიონალები და კომერციული სფეროს წარმომადგენლები სინგაპურიდან, ავსტრალიიდან და ჰონგ-კონგიდან.

ტურის ფარგლებში სტუმრები ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს კახეთსა და ქართლში გაეცნენ, დააგემოვნეს როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური მეთოდით წარმოებულ სხვადასხვა სახეობის ქართულ ღვინო.
ტურის მონაწილეებისთვის თბილისში ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო.