LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უცხოეთიდან კიდევ 154 მოქალაქე დაბრუნდა

79
აეროპორტი (1)

თელავივი-თბილისის რეისი და საქართველოში დაბრუნებული კიდევ 154 პირი – უცხოეთში მყოფი ჩვენი  მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი ისევ გრძელდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში დაბრუნებულმა ყველა პირმა აეროპორტში სამედიცინო შემოწმება გაიარა, შემდეგ კი ისინი საკარანტინე ზონებში გადაიყვანეს, სადაც 14 დღეს გაატარებენ. კ

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს.

საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ”,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ამ დროისთვის ქვეყანაში 6000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა. დაახლოებით ამდენივე პირს უცხოეთში , ადგილზე გაეწია კონსულტაცია და შესაბამისი დახმარება.

magti 5g