LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უნიკალური ფორმის ბლოკების წარმოება იწყება

713

საქართველოში უნიკალური ფორმის ბლოკების წარმოება დაიწყება. ეს იქნება ქაფ-პოლისტიროლის ბლოკი, რომელსაც ანალოგი, ფორმის თვალსაზრისით,  მსოფლიოში არ აქვს. სამშენებლო მასალის წარმოება სტარტაპ Eco Build Georgia-ს ფარგლებში განხორციელდება.

”საქართველოში ის მასალაც კი არ იწარმოება, რომლითაც ეს ბლოკები მზადდება. რაც შეეხება ფორმას ის 1999 წელს დაპატენტდა და მისი გამოყენების საშუალება მხოლოდ  საქართველოს აქვს”, – განუცხადა ”ფორტუნას” პროექტის ავტორმა, რეზავ აბესაძემ.

მისივე ინფორმაციით, ქაფ-პოლისტიროლის ბლოკის უპირატესობები სხვა ბლოკებთან შედარებით, არის ენერგოეფექტურობა, ფასი, წონა, ასევე თბოიზოლაციური თვისებები. ”მშენებლობის ეს ბლოკი არის ძალიან მარტივად მოსახმარი. რთულია ზეპირად ახსნა მისი უნიკალურობა,  თუმცა, მთავარი ალბათ არის ის, რომ ამ ბლოკით შესაძლებელია ერთი სართულის ერთ დღეში აშენება. რაც მთავარია, ხარისხიანად”, – განმარტა Eco Build Georgia-ს ავტორმა.

როგორც რევაზ აბესაძემ აღნიშნა,   პროდუქციის რეალიზაცია საწყის ეტაპზე საქართველოს მასშტაბით განხორციელდება, ფასი კი  ძალიან დაბალი და კონკურენტუნარიანი იქნება.

ცნობისთვის, Eco Build Georgia-მ დაფინანსება ”სტარტაპ საქართველოს” ინოვაციურ კონკურსი მოიპოვა. რევაზ აბესაძე პროექტის განხორციელებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც კუთვნილ თანხას მიიღებს. საწყის ეტაპზე კი  ქაფ-პოლისტიროლის ბლოკის დასამზადებლად დანადგარს  უცხოეთში შეიძენს, მცირე საწარმოს მოაწყობს, პროდუქცია კი ბაზარზე  ქარხნის აშენებიდან  ერთ თვეში გამოვა.  საწარმოში თავდაპირველად 10-12 ადამიანი დასაქმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g