ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა. მათ ჩვენს ქვეყანაში ისრაელის ავიაკომპანია ჩამოიყვანს.
„სასიხარულო ინფორმაცია – გამოჩნდა უკვე პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადი, კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია შეასრულებს სამ ტურისტურ ჩარტერულ რეისს 19, 22 და 26 მარტს თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით: ეს არის შედეგი ჩვენი პირველი შემსუბუქების“, – განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, საქართველოში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები 1-ლი თებერვლიდან მოიხსნა.
