LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ვაშლის და კუნელის ლუდის წარმოება იგეგმება

186
GettyImages-5207041882

ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა, სადაც 6 ადამიანია დასაქმებული. კომპანია დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.  სამომავლოდ საწარმო ხილის გადამუშავებას და ახალი ასორტიმენტის შეთავაზებას აპირებს მომხმარებლისთვის. ისეთის, როგორიცაა: ვაშლის ლუდი, კუნელის ლუდი და ასე შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს უალკოჰოლო ლუდს და პროდუქციას ყიდის თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავსა და გურჯაანში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g