LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრიწყაროში ხის მულჩისა და ბრიკეტების წარმოება დაიწყო, რომლითაც საჯარო სკოლები მომარაგდება

105
304c80f4a7a640ba7e276679f3586f2c

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში, “სოფლის განვითარების პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „ტიჩი“ ხის მულჩისა და ბრიკეტის წარმოება დაიწყო. საწარმოს სიმძლავრე საათში 6-8 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა.

საწარმოს შესაქმნელად, სრული ინვესტიცია 200,000 ლარზე მეტია, საიდანაც 165, 000 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის გრანტია. საწარმოში 14 ადგილობრივია დასაქმებული. ზამთრის პერიოდში კომპანიის „ტიჩი“ წარმოებული ბრიკეტებით დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედები საჯარო სკოლები მომარაგდება.

ცნობისთვის, „სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 48 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 7 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 5 მილიონ ლარზე მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები