LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში ვხედავთ მედია გარემოს დავიწროებას – მედიათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის“ – კელი დეგნანი 

141
კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის მისაღებია.

დეგნანის თქმით, „მედიათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის“. ელჩის შეფასებით, საქართველოში შეინიშნება მედიაგარემოს დავიწროება, აღნიშნული კი ქმნის მოსახლეობის არასათანადო ინფორმირების რისკებს, რაც მათი მხრიდან არაინფორმირებულ არჩევანს გამოიწვევს.

„გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის მისაღებია სრულად, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მედიათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. აქ, საქართველოში, სადაც ჩვენ ვხედავთ მედია გარემოს დავიწროებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გზავნილია, რომ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ხდება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვასთან დაკავშირებით და არა ინფორმაცია ერთი და იმავე მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვა ხედვაზე, რის გამოც ისინი მიიღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ექნება ძლიერი დამოუკიდებელი მედია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი დემოკრატიისთვის, რომელიც ცდილობს თავისი ინსტიტუტების შექმნას“,- განაცხადა დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები