„ასეთი სახის პირბადეები არის საყოფაცხოვრებო ხმარებისთვის, მრავალჯერადია“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეებს მისი გარეცხვა და გაუთოებაც შეუძლიათ.
“ასეთი სახის პირბადეები არის საყოფაცხოვრებო ხმარებისთვის, მრავალჯერადია“გარეცხვასა და გაუთოებას ექვემდებარება. ხოლო, თუ სამედიცინო მიზნით ვიყენებთ, ის ერთჯერადია და გამოყენების შემდეგ უნდა გადავაგდოთ”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა 8 აპრილს დაიწყო. საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადის ფასი 50 თეთრია.