LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი გაიზრდება

274
zerno111-13288-1536678737

საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშნელოვნად გაიზრდება – ეს საკითხი ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ჟენის კასიმბეკთან შეხვედრისას განიხილა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ყაზახეთში შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დაწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ.

თურნავას თქმით, აღნიშნული ინიციატივა უკვე მომზადებულია, თუმცა ყაზახური ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის ყაზახეთში მომავალი ვიზიტის ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g