2019 წელს საქართველოში 691 406 800 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს აშშ, საიდანაც 289 369 800 დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა; მას მოსდევს იაპონია – 177 831 500 დოლარით; მე-3 ადგილზეა – თურქეთი 62 086 000 დოლარის მსუბუქი ავტომობილების იმპორტით; მეოთხე და მეხუთე პოციზიებს კი ევროპული ქვეყნები – გერმანია და გაერთიანებული სამეფო იკავებს.
მე შეგახსენებთ, რომ საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა. კერძოდ, გასულ თვეს, ანუ მარტში კლებამ 38% შეადგინა.