LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე დადებით გადაწყვეტილებას არ გამოვრიცხავთ –  დარწმუნებულები ვართ, სტაბილური ურთიერთობა ზუსტად პასუხობს რუსი და ქართველი ხალხის ინტერესებს“: რუსეთის საგარეო უწყება

190
მიხაილ გალუზინი

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სტაბილური ურთიერთობა ზუსტად პასუხობს რუსი და ქართველი ხალხის ინტერესებს. მათ აერთიანებს მეგობრობის უძველესი ტრადიციები, კეთილმეზობლობა, საერთო ისტორია, კულტურა, სულიერი ფასეულობები, მილიონობით ადამიანის ბედი“, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა და საქართველოს შესახებ ისაუბრა.

როგორც გალუზინმა პროსახელისუფლებო მედიაგამოცემა „ТАСС“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთში ასობით ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და წარმატებით ახორციელებს თავის პოტენციალს, ბოლო დროს კი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რიცხვი იზრდება.

ჟურნალისტმა კითხვაზე, როგორ უყურებს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და ხომ არ იგეგმება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქება, გალუზინმა უპასუხა, რომ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას არ გამორიცხავს.

„2012 წელს ჩვენ უყოყმანოდ დავუჭირეთ მხარი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ თბილისის მიერ აღებულ კურსს და ახლა, რთული გარე ფაქტორებისა და დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის მიუხედავად, ჩვენი თანამშრომლობა ვითარდება.

გასული 11 თვის მონაცემებით, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა 1,5-ჯერ გაიზარდა და $2.2 მილიარდს გადასცდა. ვაჭრობასთან ერთად იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების სექტორებიც.

რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ის 2008 წელს თბილისის ინიციატივით გაუარესდა და, სამწუხაროდ, მის აღდგენას კვლავ პოლიტიკურ მოთხოვნებთან აკავშირებს, რაც რეგიონში შექმნილ ახალ რეალობას ვერ შეესაბამება. ასე რომ, ბურთი კვლავ ქართული მხარის მოედანზეა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქებასთან დაკავშირებით კი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ დადებითი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება.“ – განაცხადა გალუზინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g