LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს და გავაჩერეთ დახმარება…სხვა ქმედებებიც იქნება“ – მილერი

139
მეთიუ მილერი

საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს და გავაჩერეთ დახმარება… სხვა ქმედებებიც იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ.

[ურთიერთობების] ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც იცით, ამ გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გავაჩერეთ დახმარება. ისე არ არის, რომ [ურთიერთობების] გადახედვა მიმდინარეობს და არაფერი მომხდარა.

ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები ამ გადახედვის შედეგად და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ”, – აცხადებს მილერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g