LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოსთვის თავდადებული გმირების ღვაწლი განუზომელია“ – ლევან დავითაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

128
ვ (7)

ლევან დავითაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. ვიცე-პრემიერი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

„15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, მაგრამ საქართველოსთვის თავდადებული გმირების ღვაწლი იმდენად განუზომელია, რომ ყოველ წელს გვაბრუნებს ჩვენი სამშობლოს იმ ტრაგიკული დღეების განცდასთან და კიდევ უფრო გვიმტკიცებს რწმენას, რომ აუცილებლად მივა საქართველო თავის უდიდეს მიზნამდე – ჩვენ გავერთიანდებით, დავიბრუნებთ დროებით დაკარგულ ტერიტორიებს და ეს იქნება ალბათ ყველაზე საპატიო გვირგვინი, რომლითაც ჩვენ გმირებს, მათ თავგანწირვას უმაღლეს პატივს მივაგებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა.

რუსეთის მიერ, 14 წლის წინ დაწყებულ აგრესიას საქართველოში 170 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 23 ოფიცერი, 136 კაპრალ/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე. გარდაიცვალა 14 პოლიციელი. დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსის მატარებელია 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებული აღმოჩნდა 5 ხეობა და 125 სოფელი – უამრავი განადგურდა – თამარაშენი, სვერი, ქემერტი, ქურთა, ხეითი, კეხვი, ძარწემი, ზემო და ქვემო აჩაბეთი, ერედვი, ბერულა, არგვიცი, დისევი, ფრისი.

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო და მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბერს, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან გასვლა დაასრულა, რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დარჩა მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა. დღეს ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.

“დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო! გიორგი ანწუხელიძე! ის ამას შეძლებს წყნარად, ჩუმად, გაუსაძლის ტანჯვასა და წამებაში დამტვრეული სხეულის ფასად” – როგორ იხსენებენ აგვისტოს გმირებს

ღარიბაშვილი: „ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.. მაშინ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი – გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული, ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა“

ირაკლი კობახიძე – 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე – ეს ღალატი არასოდეს არ ეპატიება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის რეჟიმი

magti 5g