LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მიზეზი არ არსებობს – იოჰანეს ჰანი

იოჰანეს ჰანი

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მოთხოვნის მიზეზი არ არსებობს, – ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

„მსურს, ძალიან მოკლედ და მკაფიოდ დავამატო. ყოველ წელს ვამზადებთ ანგარიშს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ბოლო ანგარიში წინა წლის დეკემბერში იყო. რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, არიან, ასე ვთქვათ, უსაფუძვლო თავშესაფრის მაძიებელნი, მაგრამ საერთო რაოდენობასთან შედარებით, რომლებსაც ევროპასთან კავშირი აქვთ და იყენებენ ამ შესაძლებლობას, ეს ძალიან მცირე რიცხვია და არ არსებობს შეჩერების მექანიზმის მოთხოვნის მიზეზი“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ამავე თემაზე დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კმაყოფილი არიან, როგორ უძღვება საქართველო უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g