ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დღეს, ბრიუსელში გამართულ სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაწესებაზე გადაწყვეტილება კვლავ ვერ მიიღო.
შესაბამის ინფორმაციას ”ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიუროს კორესპოდენტი რიკარ იოზვაკი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე დებატები მომავალ კვირას გაიმართება.
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი სხდომის დღის წესრიგში 24 მაისსაც იყო ჩანიშნული, თუმცა, ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.