LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმეში არის მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი, ცარიელი ფურცელი და 15 წელი, პროკურორმა ორი მტკიცებულება მაინც დაასახელოს – გიორგი ვაშაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

117
გიორგი-ვაშაძე

„ეს საქმე რაზეა იცით?! – ჩვენ რომ გავაჩეროთ ეს ბრძოლა, უარი ვთქვათ სამართლიანობისთვის ბრძოლაზე, უარი ვთქვათ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, გავჩუმდეთ და ვთქვათ, რომ საქართველოში აღარ იყოს დემოკრატია, შევეგუოთ ამას“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მის წინააღმდეგ მოწმეებიც კი არ არსებობენ და არც ერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში.

„ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის. გვჯერა, რომ საქართველოს ადგილია ევროკავშირში, გვინდა დემოკრატია ამ ქვეყანაში, გვინდა ნორმალური განვითარება, გვინდა, რომ განვითარებულ ქვეყნებს შორის ვიყოთ. ეს საქმე რაზეა იცით?!- რომ ჩვენ გავაჩეროთ ეს ბრძოლა, რომ უარი ვთქვათ სამართლიანობისთვის ბრძოლაზე, რომ უარი ვთქვათ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რომ გავჩუმდეთ და ვთქვათ, რომ საქართველოში აღარ იყოს დემოკრატია, შევეგუოთ ამას. ზუსტად ამიტომაა ეს საქმე.

ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც არ უნდა ნახოს საქმე, ნახავს, რომ ცარიელი ფურცლის მეტი არაფერი არ არის, ჩემი სახელი და გვარი, ცარიელი ფურცელი და 15 წელია ამ საქმეში, მეტი არაფერია ჩადებული. ჰკითხეთ პროკურორს, ორი მტკიცებულება მაინც დაასახელოს, რაც დევს საქმეში, ან მოსმენა, ან აუდიოჩანაწერი, არც შეხვედრები არ დევს? – არაფერი დევს. 15-წლიან მუხლზე მოწმეც არ არსებობს. უბრალოდ არის ცარიელი ფურცელი და გვეუბნებიან,- შეწყვიტეთ ბრძოლა სამართლიანობისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უარი თქვით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, უარი თქვით იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ყველას აქვს თანაბარი ცხოვრების უფლება“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g