დღეს ცნობილი გახდა, რომ ლედი გაგა და მსახიობი, ტეილორ კინი ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. 30 წლის გაგამ მეგობარ მამაკაცთან დაშორების შესახებ თავად განაცხადა.
გრემის მფლობელმა მუსიკოსმა Instagram-ზე ტეილორ კინისთან გადაღებული შავ-თეთრი ფოტო გააზიარა და ემოციური კომენტარიც დატოვა: „მე და ტეილორი ყოველთვის ერთნაირად ვფიქრობდით, უამრავი ვარდნა და აღზევება გადავიტანეთ, ახლა კი ურთიერთობაში პაუზა ავიღეთ. ჩვენ ორივე ამბიციური არტისტები ვართ. ვცდილობთ საქმე, რომელიც სიგიჟემდე გვიყვარს, და სიყვარული ერთმანეთს შევუთავსოთ. გთხოვთ, დაგვიდექით გვერდში, ჩვენც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი“, – წერს გაგა.
შეგახსენებთ, რომ ლედი გაგა და ტეილორ კინი პირველად 2012 წელს დაშორდნენ, თუმცა მალევე შერიგდნენ. ვნახოთ რამდენ ხანს გაძლებენ შეყვარებულები უერთმანეთოდ.