LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქნახშირი: შახტი სამი დღით გაჩერდება – დაველოდებით კომისიის შედეგებს

114
ტყიბულის შახტი

„საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მიხაილ სოცკის განცხადებით, ტყიბულის შახტში მმომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად კომისია მუშაობს.

მისი თქმით, შახტი ამ ეტაპზე მუშაობას სამი დღით შეაჩერებს და კომისიის მუშაობის შედეგებს დაელოდებიან.

„ეს საშინელი მოვლენაა. ვცდილობთ, გავერკვეთ ამ ვითარებაში. გუშინდლიდან მუშაობს კომისია, რომელიც ადგენს ავარიის მიზეზებს. 20 წუთში გაიმართება საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა. ჯერჯერობით, მივიღებთ შახტის 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას. შემდეგ უკვე კომისიის შედეგებს დაველოდებით.

რა ჭრილში გაგრძელდება შემდგომი სამუშაოები, ეს კომისიის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. უახლოეს ორ დღეში ჩვენ ვითარებაში აუცილებლად გავერკვევით და გაფართოებულ პრესკონფერენციას ჩავატარებთ იმ მიზეზებზე, რომლებმაც ტრაგედიამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა მიხაილ სოცკიმ.

გარდა ამისა, მიხაილ სოცკიმ ტყიბულის შახტში ორი თვის წინ მომხდარ შემთხვევაზეც ისაუბრა.

ტყიბულის შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა: შრომის ინსპექცია

„ქვანახშირის აალება მეათე ველზე იყო 2 თვის წინ. დღეისთვის, სახელმწიფო ორგანოების დახმარებით აღდგენილია შემაერთებელი სადენები. ეს ველი სრულად არის იზოლირებული და არანაირად არ არის დაკავშირებული იმ ადგილთან, სადაც მიმდინარეობდა სამუშაოები.

ეს შახტის საერთოდ სხვა ნაწილია, სამუშაოები აღმოსავლეთ ფრთაში მიმდინარეობდა. ძალიან დიდი დაშორებაა მათ შორის და სრულად იზოლირებული. მეათე ველი გავლენას ვერანაირად იქონიებდა, ეს ტექნიკურად შეუძლებელია.

მუშაობს პროკურატურა, სამართალდამცავი ორგანოები, შეიქმნება მეშახტეთა შიდა კომისია, რომელიც იმუშავებს, მათ შორის პროფკავშირების მონაწილეობით. 2-3 დღეში მზად ვიქნებით, დეტალური პასუხები გავცეთ“, – განაცხადა „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის შახტში აფეთქება გუშინ ღამით მოხდა, უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია რვა პირი.

“მძიმე ტრავმები ჰქონდა, ჩვენ თვალწინ გარდაიცვალა” – როგორია ტყიბულის შახტში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები