LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

124
tyibuli_cxedati

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწა და ქვანახშირის მასა გუშინ ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა. სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ცხედარი კი დღეს იპოვნეს. 

ტყიბულის კარიერზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, „საქნახშირმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა.

“2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად, კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც ,,საქნახშირმა” რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა, კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ, წერილობითი შეტყობინება განხორციელდა, რათა წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ზომები გაეტარებინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები