LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქნახშირის“ მენეჯმენტი გადადგა

91

„საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით, თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე. თავად გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება.

მეშახტეები მოითხოვენ, რომ “საქნახშირის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება მისცენ. მათ ტყიბულში საპროტესტო აქცია დღეს დილით დაიწყეს.

22 ივლისს მინდელის შახტში დაღუპული მეოთხე მეშახტე დაკრძალეს.

ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები