LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქორწინო ტორტები, მაფინები, ნამცხვარები: ასორტი მრავალფეროვან პროდუქციას წარმოადგენს

1429

საქორწინო ტორტები, მაფინები და ნამცხვარები – კომპანია ”ასორტი” ”საქორწინო შოუ-გამოფენაზე” მრავალფეროვან პროდუქციას წარმოადგენს. ღონისძიება 14 მაისს გაიმართება და აქ ქორწილის თემასთან დაკავშირებული, ყველა სახის პროდუქცია გამოიფინება.

”უკვე მეორედ ვიღებთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას და წინა წლის მსგავსად, წელსაც გამოვიტანთ საქორწილო ტორტების, მაფინების, ბლომანჟეებისა და ნამცხვრების მრავალფეროვან ასორტიმენტს. ამასთან, გვაქვს ჩვენი კომპანიის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ბროლის სადგამებიც, რომლებსაც ასევე წარმოვადგენთ ამ შოუ-გამოფენაზე”, – აღნიშნეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, ”ასორტი” 10 წელია, რაც ბაზარზე წარმოდგენილი და მომხმარებელს, 100-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს. მათ შორის, დღესდღეობით ”ასორტის” საკონდიტრო აწარმოებს 42 სახეობის არასამარხვო, 14 სახეობის ფრანგულსა და 13 სახეობის სამარხვო ნამცხვარს, ასევე 38 სახეობის არასამარხვო და 16 სახეობის სამარხვო ტორტს. რაც შეეხება ”ასორტის” სამზარეულოს, როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქ ყველა გემოვნებისა და მოთხოვნის ადამინაზე მორგებული მზა საკვები, სუპები,სალათები, ფხალეულობა და გარნირია.

კომპანია საკონდიტრო საწარმოს გარდა, კაფეტერიების ქსელსაც ფლობს. ამ ეტაპზე ”ასორტი” თბილისში 7 ფილიალითაა წარმოდგენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები