LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქპატენტი“ მაგისტრანტებს პატენტმცოდნეობის სპაციალიზაციის პროგრამას შესთავაზებს

359

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ მაგისტრანტებს პატენტმცოდნეობის სპაციალიზაციის პროგრამას შესთავაზებს.

როგორც ”ფორტუნას” „საქპატენტის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ განუცხადა, ეს სამომავლო პროექტია, მანამდე კი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს ტრენინგებს უტარებს.

”სასწავლო ცენტრი გვაქვს ვაკეში, თბილისის ოფისში. გავაკეთეთ აუდიტორიები. ვატრენინგებთ მოსამართლეებს, ადვოკატებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე სტუდენტებს. გვინდა რომ საბოლოო ჯამში, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სრული კურსი გავაკეთოთ, რადგან საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სპეციალიზებული მაგისტრატურა არ გვაქვს,” – განუცხადა ”ფორტუნას” გოგილიძემ.

მისივე თქმით, ეს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის პროექტია, რომელიც ორი წლის განმავლობაში ლექტორებს გადაამზადებს.

გარდა ამისა, ”საქპატენტი” უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას და ტექნიკური დარგის ბაკალავრებისთვის, პატენტმცოდნეობის კურიკულუმში შეტანას გეგმავს.

”ვითანამშრომლებთ უნივერსიტეტებთან, რომ ბაკალავრიატის დონეზე ფიზიკოსებისთვს, ქიმიკოსებისთვის და სხვა ტექნიკური დარგის სტუდენტებისთვის კურსად შევიტანოთ პატენტმცოდნეობა და ინტელექტუალური საკუთრება. მაგალითად, ფიზიკოსი, რომელიც ამთავრებს ფიზიკის ფაკულტეტეს, არის პოტენციური გამომგონებლი. პატენტმცოდნეობა მას სჭირდება იმაში, რომ იცოდეს, როგორ იმუშაოს ამ კუთხით,” – აღნიშნა ნიკოლოზ გოგილიძემ.

”საქპატენტის” სასწავლო ცენტრში სპეციალურ კურსს სახაზინო ადვოკატები და მერიის თანამშრომლები გადიან. ტერნინგები უფასოა და ”საქპატენტის” დაფინანსებით ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g