საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7%-ით. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.6%), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.3%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7%), ზეთი და ცხიმი (0.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5%). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.5%), რძე, ყველი და კვერცხი (-0.4%), თევზეული (-0.3%), პური და პურპროდუქტები (-0.1%).
ჯანმრთელობის დაცვა – ჯგუფში ფასები მომატებულია 2.3%-ით. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების მომსახურება (7.1%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.4%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (0.2%).
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ჯგუფში ფასები შემცირდა 2.8%-ით. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.0%), ისე ტანსაცმლის (-2.6%) ქვეჯგუფებზე.