2017 წლის ივნისის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ჯანდაცვაზე ფასები 4.3%-ით არის მომატებული. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ფასების ცვლილება დაფიქსირდა შემდეგ მომსახურებასა და პროდუქციაზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 5.2%-ით; საავადმყოფოების მომსახურება – 0.5%-ით, სამედიცინო პროდუქცია (წამლები), აპარატურა და მოწყობილობა კი – 7.2%-ით გაძვირდა.