LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარა ჯესიკა პარკერი „ინტიმისიმის“ პიჟამით ნიუ-იორკის ქუჩებში (ფოტო)

443

სარა ჯესიკა პარკერი ცნობილი იტალიური ბრენდის „ინტიმისიმის“ ახალი სახეა. ფოტოგრაფებმა 53 წლის მსახიობი მაშინ გადაიღეს, როდესაც ის ბრენდის ახალი კომპანიის რეკლამაში იღებდა მონაწილეობას. ფოტოებზე ჩანს, როგორ ჩამოდის სახლის კიბეებიდან სარა ჯესიკა პარკერი და ნიუ-იორკის ქუჩებში ინაცვლებს. მას „ინტიმისიმის“ სექუალური პიჟამა აცვია, რომლითაც ის ტაქსს აჩერებს. საინტერესოა, რომ ბრენდის შავი ფერის ატლასის პიჟამა მსახიობს მაღალქუსლიან ვერცხლისფერ ფეხსაცმელთან აქვს შეხამებული.

ცოტა ხნის წინ ამ კოლექციის ჩვენებას სარა ჯესიკა პარკერი ვერონაში დაესწრო, სადაც ბრენდის თეთრეული ირინა შეიკმა წარადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები