LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარა პოლსონი „პრადას“ ულამაზეს ვარდისფერ კაბაში (ფოტო)

sara-polson

ლონდონში ნაიტ შამალანის ახალი ფილმის „სარკის“ მსოფლიო პრემიერა შედგა. ახალი მძაფრსიუჟეტიანი სამეცნიერო ჟანრის ფილმის პრემიერას ფილმში მონაწილე ყველა მსახიობი დაესწრო.

წითელი ხალიჩის მთავარი გმირი კი „ემისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი მსახიობი სარა პოლსონი გახდა. ის პრემიერაზე „პრადას“ ულამაზეს ვარდისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელსაც ბოლოები მწვანე და ყვითელი ორნამენტებით ჰქონდა მოქარგული.

პრემიერას ასევე ესწრებოდნენ ბრიუს უილისი, სემუელ ჯექსონი და ჯეიმს მაქევოი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g